ესპანეთის ჩემპიონატი ორი კვირით შეაჩერეს
ესპანეთის ჩემპიონატი ორი კვირით შეაჩერეს

ესპანეთის მთავარმა საფეხბურთო დივიზიონებმა – პრიმერამ და სეგუნდამ ორი კვირით შეაჩერეს გათამაშებები კორონავირუსის გამო. ამის შესახებ დაწერა ქვეყნის ჩემპპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

ეს გადაწყვეტილება საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ თავიდან გადაიხედება.

უფრო ადრე, სერია A-ს გათამაშება შეაჩერეს იტალიაში. გერმანიასა და საფრანგეთში მატჩები ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდება. ჯერჯერობით, არანაირი შეზღუდვები არ არის ინგლისში.