ესპანეთის ჩემპიონატი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მერვე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატი | გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მერვე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები „გრანადას“ ესტუმრნენ და გამოცდილების ხარჯზე 80:68 აჯობეს.

„ტენერიფეში“ ყველაზე გამოცდილი ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასია, რომელმაც მატჩი 20 ქულით დაასრულა (სარგებლიანობის კოეფიციენტი – 26). ამ შედეგის მიღწევაში მას ძალიან დაეხმარა ცენტრი გიორგი შერმადინი. თავად ქართველის ანგარიშზე 26 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

„გრანადაში“ 16 ქულით ჩეთჰემი გამოირჩა.

„ტენერიფეს“ 8-8 მოგება-წაგება აქვს და მომდევნო მატჩს უკვე მომავალ წელს, 6 იანვარს, „ხუვენტუდის“ წინააღმდეგ გამართავს.