ესპანეთის 28-ე ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის 28-ე ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები:

* ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელია ლა ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ 12 სეზონში 20 გოლზე მეტი გაიტანა.

* ლა ლიგაში „ბარსელონას“ ბოლო 18 გოლიდან მესიმ 15-ში მიიღო მონაწილეობა – 7 გოლი და 8 საგოლე პასი.

* მესის 15 გოლი აკლდება პელეს რეკორდამდე – ერთ კლუბში გოლების რაოდენობით.

* მიქაელ ლაუდრუპისა (39 გოლი) და ალან სიმონსენის (31) შემდეგ, მარტინ ბრეიტვეიტი მესამე დანიელია, ვინც „ბარსელონას“ მაისურით ლა ლიგაში გაიტანა.

* არტურო ვიდალმა ამ სეზონში ცხრა ზუსტი დარტყმით შვიდი გოლი გაიტანა.

* მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 68-დან 64 ზუსტი პასი გააკეთა (94%). 2006 წლის მერე ლა ლიგაში ამდენი ზუსტი პასი არც ერთ გოლკიპერს არ გაუკეთებია.

* კოკემ ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ მაისურით 308-ე მატჩი ითამაშა და კლუბის ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა.

* „ატლეტიკომ“ სეზონში მე-13 ფრე ითამაშა, რაც საკლუბო რეკორდია.

* ზინედინ ზიდანი გახდა „რეალის“ ისტორიაში მხოლოდ მესამე მწვრთნელი, ვინც 200-ჯერ უხელმძღვანელა „სამეფო კლუბს“. მას მიგელ მუნიოსი (605 მატჩი) და ვისენტე დელ ბოსკე (246) უსწრებენ.

* ტონი კროოსმა სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია.

* მარსელო „რეალის“ მე-19 ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგის ამ სეზონში გოლი გაიტანა. ამდენი მეგოლე ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებში არც ერთ ლიგას არ ჰყავს.

შედეგები:

სევილია-ბეტისი 2:0

გოლები: 1:0 ოკამპოსი (56-პენ), 2:0 ფერნანდო (62)

გრანადა-ხეტაფე 2:1

გოლები: 0:1 ტიმორი (20), 1:1 კ. ფერნანდესი (70), 2:1 კ. ფერნანდესი (79)

ვალენსია-ლევანტე 1:1

გოლები: 1:0 როდრიგო (89), 1:1 მელერო (90+8-პენ)

ესპანიოლი-ალავესი 2:0

გოლები: 1:0 ბერნარდო (45+3), 2:0 ვუ ლეი (47)

სელტა-ვილიარეალი 0:1

გოლი: 0:1 ტრიგეროსი (90+1)

ლეგანესი-ვალიადოლიდი 1:2

გოლები: 0:1 უნალი (2), 0:2 ალკარასი (54), 1:2 ოსკარი (84-პენ)

მალიორკა-ბარსელონა 0:4

გოლები: 0:1 არტურო ვიდალი (2), 0:2 ბრაიტვაიტი (37), 0:3 ალბა (80), 0:4 მესი (90+3)

ბილბაო-ატლეტიკო 1:1

გოლები: 1:0 მუნიაინი (37), 1:1 დიეგო კოშტა (39)

რეალი-ეიბარი 3:1

გოლები: 1:0 კროოსი (4), 2:0 სერხიო რამოსი (30), 3:0 მარსელო (37), 3:1 ბიგასი (60)

გათამაშების ცხრილი

1. ბარსელონა – 61 ქულა

2. რეალი – 59

3. სევილია – 50

4. სოსიედადი – 46

5. ხეტაფე – 46

6. ატლეტიკო – 46

7. ვალენსია – 43

8. ვილიარეალი – 41

9. გრანადა – 41

10. ბილბაო – 38

ბომბარდირები

20 – ლ. მესი (ბარსელონა)

14 – ქ. ბენზემა (რეალი)

11 – ლ. სუარესი (ბარსელონა)

11 – ლ. პერესი (ალავესი)

11 – ჯ. მორენო (ვილიარეალი)

11 – ლ. ოკამპოსი (სევილია)

11 – რ. მარტი (ლევანტე)

მომდევნო ტური

15 ივნისი. ორშაბათი

ლევანტე-სევილია

ბეტისი-გრანადა

16 ივნისი. სამშაბათი

ხეტაფე-ესპანიოლი

ვილიარეალი-მალიორკა

ბარსელონა-ლეგანესი

17 ივნისი. ოთხშაბათი

ეიბარი-ბილბაო

ვალიადოლიდი-სელტა

ოსასუნა-ატლეტიკო

18 ივნისი. ხუთშაბათი

ალავესი-რეალ სოსიედადი

რეალი-ვალენსია