ესპანეთი-საქართველო - შემადგენლობა ცნობილია, სანიოლი კარში ლორიას ენდობა, შეტევა კი რადიკალურად კი შეცვალა #1TVSPORT
ესპანეთი-საქართველო - შემადგენლობა ცნობილია, სანიოლი კარში ლორიას ენდობა, შეტევა კი რადიკალურად კი შეცვალა #1TVSPORT

ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მე-5 ტურში ბადახოსისესტადიო ნუევო ვივეროზე“ ესპანეთს დაუპირისპირდება.

ვილი სანიოლმა შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა. კარში ისევ გიორგი ლორია დატოვა, მაგრამ თერთმეტეულში აღარაა გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ლორიასთან ერთად, კოსოვოსთან შეხვედრაში გამორჩეული იყო. ცენტრალურ მცველად პირველად ითამაშებს ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც დათა ხოჭოლავას შეცვლის.

შეიცვალა დაცვის მარცხენა ფლანგი და გურამ გიორბელიძე შემადგენლობაში დააბრუნა, მაგრამ ირაკლი აზაროვმა შეტევაში აიწია. იგივეა ცენტრალური ნახევარმცველების წყვილი, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად ფრანგმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ბათუმის „დინამოს“ საყრდენი ლადო მამუჩაშვილი პირველად დააყენა.

მკვეთრი ცვლილებაა შეტევის ხაზშიც. ცენტრალურ თავდამსხმელად – გიორგი ქვილითაია საბა ლობჟანიძით შეცვალა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი კიდევ ერთმა ბათუმელმა ფეხბურთელმა, გიორგი ზარიამ ჩაანაცვლა.

საქართველო: ლორია – ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე – კანკავა, აბურჯანია – მამუჩაშვილი, ზარია, აზაროვი – ლობჟანიძე

ესპანეთი: სიმონი – ასპილიკუეტა, ე. გარსია, ლაპორტი, გაიასოლერი, როდრი, ლორენტესარაბია, რუისი, ტორესი

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.