ესპანეთი ბოლო ნახევარფინალისტია - ფუტსალის ევრო 2022-ის საუკეთესო ოთხეული გაირკვა #1TVSPORT
ესპანეთი ბოლო ნახევარფინალისტია - ფუტსალის ევრო 2022-ის საუკეთესო ოთხეული გაირკვა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებმა ფუტსალის ევრო 2022-ის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა მოიგო და ტურნირის ოთხივე ნახევარფინალური წყვილები ცნობილი გახდა.

ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში სლოვაკეთის წინააღმდეგ ესპანეთის ნაკრების უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიკვეთა – გუნდმა შესვენებამდე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – ესპანელებმა მელადოს (2), ლოსანოსა (10) და რაულ კამპოსის (16) გოლებით კომფორტულ სხვაობას მიაღწიეს – 3:0.

მეორე ნახევარში ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა მშვიდად ითამაშა. ესპანელების უპირატესობა 24-ე წუთზე მელადომ გაზარდა. 34-ე წუთზე სლოვაკმა პეტარ სერბინმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, სულ რაღაც ნახევარ წუთში რაულ კამპოსმა ოთხბურთიანი სხვაობა აღადგინა.

საბოლოოდ, ესპანეთმა 5:1 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის ბოლო საგზურის მფლობელი გახდა, სადაც წინა ჩემპიონატის ფინალი გამეორდება – ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ. არანაკლებ ინტერესს იწვევს მეორე ნახევარფინალი, სადაც უკრაინა რუსეთს დაუპირისპირდება.

ევრო 2022-ის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

4 თებერვალი

უკრაინა – რუსეთი

ესპანეთი – პორტგუგალია