ესპანელი მედიამაგნატი - სეზონის დაუსრულებლობით ევროპული ფეხბურთი შვიდ მილიარდ ევროზე მეტს დაკარგავს
ცნობილი ესპანელი ბიზნესმენი, კინოპროდიუსერი და მედიამაგნატი ჰაუმე როურსი მიიჩნევს, რომ საფეხბურთო სამყარო თავს იმის უფლებას ვერ მისცემს, ევროპის ლიგებში მიმდინარე სეზონი დაასრულოს. არსებობს შიში, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი არ დასრულდება.
„მთავარია, სეზონი დასრულდეს. იმის ცოდნა, თუ როდის დაიწყება შემდეგი სეზონი, არც ისე მნიშვნელოვანია. თუ ახლანდელი სეზონი არ დასრულდება, ევროპული ფეხბურთი შემოსავლების 30 პროცენტს დაკარგავს. სულ, ევროპული ფეხბურთი შვიდი მილიარდ ევროზე მეტს დაკარგავს, საფეხბურთო სამყარო კი ამას არ დაუშვებს“ – ამბობს ჰაუმე როურსი RAC1–თან ინტერვიუში.
ესპანელმა მედიამაგნატმა გამოსავალზეც ილაპარაკა: „ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იყოს, ფეხბურთი ივნისის შუა რიცხვებში რომ განახლდეს. 30 ივნისს შემდეგ სეზონის დასრულებაში პრობლემას ვერ ვხედავ. სიტუაცია მოითხოვს, რომ ჩვენ ყველა ერთად სეზონის გადასარჩენად შევიკრიბოთ. ფულის დაკარგვით დაინტერესებული არავინ არის“.