ესპანელი ჟურნალისტი - „რეალი“ იმედგაცრუებულია მბაპეთი და ნანობს მის შეძენას #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ იმედგაცრუებულია კილიან მბაპეს თამაშის დონით და ნანობს მის გაფორმებას, – ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ Colin Interview-სთან ინტერვიუში.
„ისინი ნანობენ, რომ მბაპე მიიწვიეს. მე ამის გარანტიას გაძლევთ. ამის შესახებ არაოფიციალურად ვილაპარაკე. ეს ის არ არის, რასაც კლუბში ელოდნენ. ეს იყო ფლორენტინო პერესის ახირება. ის მხოლოდ პერესს სჭირდებოდა, მას ყოველთვის მოსწონდა ფეხბურთელები დიდი სახელებით. გარდა ამისა, მბაპესთან მამაშვილური დამოკიდებულება ჰქონდა. კლუბი იმედგაცრუებულია, პირველ რიგში, კილიანის გამოსვლის დონით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მოლოდინს. გასახდელშიც ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს მბაპეს ბრალი.
ჩემი აზრით, „რეალმა“ დიდი შეცდომა დაუშვა. მბაპეს არ ჰქონია წინასასეზონო მომზადება, ბელინგემისგან განსხვავებით, მაშინვე დაიწყო თამაში. ხომ ხედავთ, როგორ გამოიყურება 25 წლის მბაპე ფიზიკურად. ამის ახსნა შეუძლებელია. ასეთი ფიზიკური დაცემა 25 წლის ასაკში არასოდეს მინახავს“, – განაცხადა მოლინამ.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.