ესპანელების ვარჯიშის დროს სტადიონზე შუქი ჩაქრა - სტუმრებმა ვარჯიში შეწყვიტეს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩამდე ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა „დინამო-არენაზე“ ბოლო ვარჯიშის გამართვა სცადა, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა – მიზეზი სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვა აღმოჩნდა.
ამის და ვარჯიშზე მომხდარი ინციდენტის (ორი ფანი ვასკვლავებთან სურათებსი გადასაღებად შევარდა) ესპანური გამოცემა „მარკა“ გამოეხმაურა.
ესპანეთის სიურეალისტური ვარჯიში: სპონტანურობა, დაბნელება
„ეროვნულმა გუნდმა სტადიონზე ვარჯიში მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში შეძლო, სანამ განათება არ გამოირთო. ეროვნული გუნდის ვარჯიშები ძალიან ინტენსიური იყო. ლუის ენრიკე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დავალებებს აცნობდა, როდესაც ორი ადამიანი არსაიდან სპონტანური გამოჩნდა და ორი განსხვავებული მიმართულებიდან მოთამაშეეებს მივარდა. ორივე მათგანი სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა სწრაფად გაიყვანა. ვარჯიშზე ორი პერსონაჟის შეჭრის სიურეალისტურ სცენას ვარჯიშის მსვლელობაში ჩაერია სხვა, არანაკლებ მოულოდნელი რამ – სტადიონზე შუქი ჩაქვრა. „დინამო არენას“ სტადიონზე ნახევარსაათიანი ვარჯიშის შემდეგ დაბნელდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები დაელოდნენ და რადგან ელექტროენერგიის აღდგენა ვერ მოხერხდა, ლუის ენრიკემ გასახდელში შესვლა ბრძანა. სასტუმროში დაბრუნებამდე მოთამაშეებს შხაპის მიღება მობილური ფანრების გამოყენებით მოუხდათ“, – წერს ესპანური გამოცემა „ას“.