ეს თაობა არ იღებს შენს რჩევებს - კრიშტიანო რონალდომ ახსნა, რატომ არ გახდება მწვრთნელი #1TVSPORT
„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ განმარტა, რატომ არ აქვს მწვრთნელობის სურვილი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ.
„ჩემთვის რთული იქნება, ერთხელაც მწვრთნელი გავხდე, რადგან არ განვიცდი ენთუზიაზმს ამ თაობის მიმართ. ეს მძიმეა, განსაკუთრებით ფეხბურთში, რადგან ისინი არ იღებენ შენს რჩევებს. მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი იციან, ისინი ფიქრობენ, რომ ტელეფონები მისცემთ მათ კარგ განათლებას. „ტიკ-ტოკი“, ინსტაგრამი…“
მე სხვა ინტერესები მაქვს, რაზეც უნდა ვიზრუნო. მაღელვებს ჩემი ცხოვრების ბიზნესმხარე. ახალი სფეროების შესწავლა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი, ახალი გამოწვევა გახდება ჩემთვის. ვფიქრობ, კარიერის დასრულების შემდეგ უფრო მეტად ჩართული ვიქნები ბიზნესში“, – განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.