ეს თამაში გაცილებით რთული იყო, ვიდრე ჯგუფში ხორვატებთან - რუსული მედია საქართველოს ფუტსალის ნაკრების ბრძოლისუნარიანობაზე წერს #1TVSPORT
ეს თამაში გაცილებით რთული იყო, ვიდრე ჯგუფში ხორვატებთან - რუსული მედია საქართველოს ფუტსალის ნაკრების ბრძოლისუნარიანობაზე წერს #1TVSPORT

სპორტული გამოცემა „სპორტ-ეკსპრესი“ ევრო 2022-ზე საქართველოსა და რუსეთის მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოეხმაურა:

„რუსეთმა საქართველოს ძლივს მოუგო

ევროპის მინიფეხბურთის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებმა საქართველოს მოუგო – 3:1. ტურნირის დებიუტანტმა საქართველომ პრობლემები შეუქმნა რუსეთის ნაკრებს, რომელმაც მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მხოლოდ მესამე გოლის შემდეგ შეძლო ამოსუნთქვა.

პირველ ტაიმში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ: საქართველო თავს კარგად იცავდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ნიაზოვს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. ფაქტობრივად, ერთი წუთის შემდეგ ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს: ბრუნო პეტრი, გადაცემის შემდეგ, ბურთისკენ მიიწია და შორეულ ძელზე მეურვეობის გარეშე აღმოჩნდა. საქართველოს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, რომ არა თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე პუტილოვის სეივები.

მატჩი, რომელშიც რუსეთი ფავორიტი იყო, უმძიმესი გამოდგა – საქართველომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. სერგეი სკოროვიჩის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინას დაუპირისპირდება, რომელიც მანამდე ოთხეულში მოხვდა ყაზახეთის დამარცხებით“.

ინტერნეტ გამოცემა „ოვერბეტნგი

„ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთს, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა მეტოქე დაამარცხა, პლეი-ოფში საქართველოსთან დიდი წინააღმდეგობას შეხვდა. მეოთხედფინალური მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ფავორიტები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 42 წლის ქართველმა მეკარემ, ზვიად კუპატაძემ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. თავდაუზოგავად მოქმედებდნენ ქართველების მცველებიც. ეს თამაში გაცილებით რთული იყო, ვიდრე, მაგალითად, ხორვატებთან ჯგუფურ ეტაპზე. რუსეთი გავიდა ნახევარფინალში, სადაც ელოდება კიდევ ერთ დაუმორჩილებელ მეტოქეს – უკრაინას“.