ეს საშინელებათა ფილმი ნანახი გვაქვს - USADA-ს პრეზიდენტმა რუსებს დოპინგ-წარსული გაუხსენა #1TVSPORT
ეს საშინელებათა ფილმი ნანახი გვაქვს - USADA-ს პრეზიდენტმა რუსებს დოპინგ-წარსული გაუხსენა #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) პრეზიდენტმა ტრევის ტრაიგარტმა გააკრიტიკა რუსი სპორტსმენების დაშვება ტოკიოს თამაშებზე.

„სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ეს საშინელებათა ფილმი. მისი სიუჟეტი ასეთია: არავინ უშლის ხელს სადოპინგო პროგრამის მუშაობას, რომელსაც სახელმწიფო ასპონსორებს. და რუსეთი იგებს მედლებს, ამ დროს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო მტვერს აყრიან თვალებში მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის „დისკვალიფიკაციის“ შესახებ განცხადებებით“, – მოჰყავს ტაიგარტის სიტყვები გაზეთ The Washington Post-ს.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუს სპორტსმენებს 2020 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 16 დეკემბრამდე აუკრძალეს საერთაშორისო ტურნირებზე საკუთარი დროშით გამოსვლა. ეს ეხება ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებს. ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენები წარმოადგენდნენ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდს.