ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის - ანდრეი შევჩენკო ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის - ანდრეი შევჩენკო ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და „მილანის“ ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო გამოეხმაურა ევროვიზიაზე უკრაინული ჯგუფის, Kalush Orchestra-ს გამარჯვებას.

„ვამაყობ ჩემი ლამაზი, უსაზღვროდ ძლიერი უკრაინით! მადლობა ჯგუფის, Kalush Orchestra-ს გამარჯვებისთვის, თქვენ გადაეცით მნიშვნელოვანი გზავნილი მთელ მსოფლიოს, რომ უკრაინა მამაცი და თავისუფალი ხალხის ქვეყანაა. წინ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვებაა, სლავა უკრაინი!“ – დაწერა შევჩენკომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2022-ზე უკრაინულმა ჯგუფმა, Kalush Orchestra-მა ჟიურის შეფასებისა და ტელემაყურებელთა კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე გასულ ინგლისს კი 165 ქულით გაუსწრო.

უკრაინამ ევროვიზია მესამედ მოიგო – 2004 წელს რუსლანამ გაიმარჯვა, ხოლო 2016 წელს – ჯამალამ. აღსანიშნავია, რომ ტელეკონკურსის მსვლელობისას უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები შეკრებაზე იმყოფებოდნენ და Kalush Orchestra-ს წარმატება ემოციურად აღნიშნეს.