ეს მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს - ჭიაბრიშვილი „დინამოში“ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა #1TVSPORT
ეს მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებს - ჭიაბრიშვილი „დინამოში“ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა #1TVSPORT

გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშო პროცესს დაუბრუნდა – „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა განვლილი პერიოდის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც თანადგომისთის მადლობა გადაუხადა გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რთულ პერიოდში მისი მხარადჭერა გამოხატა.

„ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეხმარება და მხარს მიჭერს.

უპირველესად, მადლობას ვუხდი, ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბს, რომელბმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თელავის ავთანდილ ყამაბარაშვილის კლინიკისა და თბილისის ამერიკული ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით კი, ექიმებს ოთო გაბრიჩიძეს, ნინო ჩხაიძეს და ლევან ქარაზანაშვილს.

განსაკუთრებული ​მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, „დინამო თბილისს“, თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, თანამშრომელს, ჩვენს გულშემატკივრებს – ელიტას და მენეჯმენტს, ყველა მათგანისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ძალიან მაძლიერებს.

​ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვამხნევებდა მე და ჩემს ოჯახს. მადლობას გიხდით ყველას და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. იმედი მაქვს, ერთმანეთს სტადიონზე მალე კვლავ შევხვდებით“, – აცხადებს გიორგი ჭიაბრიშვილი.