ქუთაისის ტორპედომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში გორში დილა 0:2 დაამარცხა.
ორივე გოლი მასპინძელთა კარში რიჩარდ ლუკამ გაიტანა. 21 წლის ბრაზილიიელმა საქართველოს ჩემპიონატში პირველად გაიტანა და ცხადია, დუბლიც პირველად შეასრულა.
რიჩარდ ლუკამ სადებიუო გოლებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ეს დღე სულ მემახსოვრება. ძალიან ბედნიერი ვარ და ამ ემოციურ ფონზე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი. მადლობა გულშემატკივარს, რომელსაც ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეპარვია. ეს შესანიშნავი ისტორიის დასაწყისია!“ – ამბობს რიჩარდ ლუკა.
გოლის შემდეგ ბრაზილიელ ლეგიონერს ქუთაისელთა თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე ულოცავდა და ზედმეტი ემოციებისგან რიჩარდ ლუკა შემთხვევით წააქცია. ამას ტორპედოს ოფიციალურმა გვერდმა სახალისო ვიდეო მიუძღვნა.