ეს გადაწყვეტილება ქართველებს დაეხმარება - შესაძლოა, ფიფა-მ რუსული კლუბების ლეგიონერებს კონტრაქტები ისევ შეუჩეროს #1TVSPORT
უცხოელ ფეხბურთელებს რუსეთის პრემიერლიგის კლუბებთან კონტრაქტების შეჩერება, რომელიც ძალაშია 2022 წლის მარტიდან ივნისამდე, შესაძლოა 2022/2023 წლების სეზონისთვის გაუგრძელდეთ. ამის შესახებ გამოცემა „რბ სპორტ“ იუწყება.
წყაროს ცნობით, ფიფა ფეხბურთელებს გუნდებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას ჯერ არ მისცემს. მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის კლუბების უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტების შეჩერებას გაუხანგრძლივებს 2022 წლის ბოლომდე ან 2021/2022 წლების სეზონის ბოლომდე.
ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ტულას „არსენალიდან“ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა – ასევე ეკატერინბურგის „ურალიდან“ წამოსული ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე – პირველი პოლონურ „რაკუვში“ გადავიდა, ხოლო წულუკიძე დროებით „საბურთალოში“ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში, ფიფა-მ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ამ ორი ქვეყნის კლუბების ლეგიონერებს უფლება მისცა, სანქციების გარეშე, 2021/2022 წლების სეზონის ბოლომდე დამოუკიდებლად შეაჩერონ კონტრაქტები კლუბებთან.
მიზეზი სხვადასხვა იყო – უკრაინაში ჩემნპიონატი ჩაიშალა და მოთამაშეებს სათამაშო პრაქტიკა უნდა მიეღოთ. მეოერს მხრივ, რუსული კლუბები დასაჯეს და რეალურად, მათ ადრე თუ გვიან ლეგიონერების ტრანსფერების უფლებას ჩამოართმევენ. თუმცა, ოფიციალურად ითქვა, რომ ივნისის შემდეგ, წასული მოთამაშეები კლუბებში უნდა დაბრუნდნენ.