ეს არა კონფლიქტი, არამედ გენოციდია - შევჩენკომ ინფანტინო გააკრიტიკა #1TVSPORT
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ გააკრიტიკა ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომს „კონფლიქტი“ უწოდა.
„მინდა კომენტარი გავუკეთო ფიფა-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს სიტყვებს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „კონფლიქტი“ უწოდა. მე არ ვეთანხმები ინფანტინოს სიტყვებს.
ეს არანაირი კონფლიქტი არ არის, ეს ნამდვილი ომი და უკრაინელი ხალხის გენოციდია რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა საინფორმაციო ტელემარათონისას შევჩენკომ.