ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გავი „ბარსელონას“ განაცხადში დაბრუნდა #1TVSPORT
ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გავი „ბარსელონას“ განაცხადში დაბრუნდა #1TVSPORT

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გავი ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანზე ბრუნდება.

გავიმ ტრავმა გასული წლის ნოემბერში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრის დროს მიიღო, მას მუხლის ჯვარედინი იოგები გაუწყდა, ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი კი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა.

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა ჰანსი ფლიკმა 20 წლის ფეხბურთელი „სევილიასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრის განაცხადში შეიყვანა.

ესპანური გრანდის განაცხადში ასევე მოხვდა პოლონელი მეკარე ვოიცეხ შესნი, რომელიც „ბარსელონამ“ მარკ ანდრე ტერ-შტეგენის ტრავმის შემდეგ დაიმატა.