ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ 70-ე წუთზე „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშე მოედანს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ბოლო შეხვედრა თორნიკემ ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 9 აპრილს „გაგრის“ შემადგენლობაში გორის „დილასთან“ ჩაატარა.
საინტერესოა, რომ ის მატჩიც ეროვნული ლიგის გასული სეზონის მეშვიდე ტურში შედგა. 52-ე წუთზე ოქრიაშვილი მოედნიდან გააძევეს და მას შემდეგ აღარ უთამაშია. მიზეზი ტრავმა იყო, რის გამოც დიდი ხანი ვერ ვარჯიშობდა.
თბილისის „დინამომ“ თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად 6 აპრილს დაადასტურა.
სხვადასხვა დროს თორნიკე „მარიუპოლის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „ესკიშეჰირსფორის“, „კრასნოდარის“, „ანორთოსისისა“ და აპოელ-ის ღირსებას იცავდა.
ოქრიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 49 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია. 2016 წელს ის საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.