ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო - საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლმა გუნდში 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს.
საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები კი, საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 მაისს ჩაერთვებიან.
საქართველოს ნაკრებმა შეკრების პირველ დღეს შემდეგი შემადგენლობით ივარჯიშა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია)
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (გაგრა, საქართველო)
ნახევარდაცვა: ზურიკო დავითაშვილი, ლადო მამუჩაშვილი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)
საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე
2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00
5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45
9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45
12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00
23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00
26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებს, რომელიც აქამდე ფეხბურთის ფედერაციის სოციალური არხები ეთმობოდა, ამიერიდან ექნება საკუთარი არხები სოციალურ ქსელებში:
https://www.facebook.com/GeorgiaGFF/
TikTok: nakrebi
Instagram: nakrebi