ერთა ლიგის ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა 5-9 ივნისს გამართული ფინალური ტურნირის სიმბოლური ნაკრები. მასში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავთ ფინალისტებს – პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს – ოთხ-ოთხი.
ფინალში ჰოლანდიელებმა 0:1 წააგეს პორტუგალიასთან.
ტურნირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – ჯორდან პიკფორდი (ინგლისი);
მცველები – კევინ მბაბუ, მანუელ აკანჯი (ორივე – შვეიცარია), რუბენ დიაში, რაფაელ გერეირო (ორივე – პორტუგალია), მატეის დე ლიგტი (ჰოლანდია);
ნახევარმცველები – ბერნარდო სილვა (პორტუგალია), მარტენ დე როონი, ფრენკი დე იონგი (ორივე – ჰოლანდია);
ფორვარდები – მემფის დეპაი (ჰოლანდია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).