ერთა ლიგის „ოთხთა ფინალს“ იტალია ან გერმანია უმასპინძლებს #1TVSPORT
ერთა ლიგის „ოთხთა ფინალს“ იტალია ან გერმანია უმასპინძლებს #1TVSPORT

უეფას პრესსამსახური იტყობინება, რომ ერთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ იტალიაში ან გერმანიაში გაიმართება.

ამ ქვეყნის ნაკრებები მომავალი წლის მარტში ტურნირის მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. და წყვილში გამარჯვებული მიიღებს ფინალის მასპინძლობის უფლებას.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალები 4-5 ივნისში გაიმართება, ფინალი – 8 ივნისს.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ესპანეთის ნაკრები.