ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის საფრანგეთს მბაპე არ ეყოლება #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გამოაცხადა შემადგენლობა ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის. მთავარი სიახლე ის არის, რომ ამჯერად ნაკრებში არ არის მისი ლიდერი კილიან მბაპე, რომელიც ახლახანს მომჯობინდა ტრავმისგან.
მეკარეები – მაიკ მენიანი (მილანი, იტალია), ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ბრის სამბა (ლანსი);
მცველები – ჟონათან კლოსი (ნიცა), ლუკა დინი (ასტონ ვილა), უესლი ფოფანა (ჩელსი, ინგლისი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული, ინგლისი), ჟიულ კუნდე (ბარსელონა, ესპანეთი), ვილიამ სალიბა (არსენალი, ინგლისი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია);
ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა (რეალი), იუსუფ ფოფანა (მილანი, იტალია), მატეო გენდუზი (ლაციო, იტალია), კუადიო კონე (რომა, იტალია), ორელიენ ჩუამენი (რეალი, ესპანეთი), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი);
თავდამსხმელები – ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), მარკუს ტურამი (ინტერი, იტალია), უსმან დემბელე (პარი სენ-ჟერმენი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი, გერმანია), რანდალ კოლო მუანი (პარი სენ-ჟერმენი), კრისტოფერ ნკუნკუ (ჩელსი).
საფრანგეთის ნაკრები 10 და 14 ოქტომბერს შეხვდება ოსრაელსა და ბელგიას.