ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია #1TVSPORT
ერთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია #1TVSPORT

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებისთვის გუნდის განაცხადი წარადგინა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ერთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდება.

ესპანეთი ნიდერლანდებს 20 მარტს სტუმრად შეხვდება, ხოლო მეტოქეს 23 მარტს უმასპინძლებს.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დავიდ რაია („არსენალი“), უნაი სიმონი (ბილბაოს „ატლეტიკი“), ალექს რემირო („სოსიედადი“).

მცველები: პედრო პორო („ტოტენჰემი“), ოსკარ მინგესა („სელტა“), რობინ ლე ნორმანი („ატლეტიკო“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ინიგო მარტინესი („ბარსელონა“), რაულ ასენსიო (მადრიდის „რეალი“), ალეხანდრო გრიმალდო („ლევერკუზენი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“).

ნახევარმცველები: მარტინ სუბიმენდი („სოსიედადი“), მარკ კასადო („ბარსელონა“), ფაბიან რუისი (პსჟ), მიკელ მერინო („არსენალი“), ალექს ბაენა („ვილიარეალი“), პედრი („ბარსელონა“).

თავდამსხმელები: ლამინ იამალი („ბარსელონა“), ნიკო ვილიამსი (ბილბაოს „ატლეტიკი“), ფერან ტორესი („ბარსელონა“), იერემი პინო („ვილიარეალი“), დანი ოლმო („ბარსელონა“), აიოზე პერესი („ვილიარეალი“), ალვარო მორატა („გალათასარაი“), ბრაინ სარაგოსა („ოსასუნა“), სამუელ ომოროდიონი („პორტუ“), მიკელ ოიარსაბალი („სოსიედადი“).