ერთა ლიგის მატჩებისთვის კრიშტიანო რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა უეფა-ს ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
26-კაციან განაცხადში მოხვდა 39 წლის კრიშტიანო რონალდო, რომელმაც შეიძლება ეროვნულ გუნდში თავისი 215-ე და 216-ე მატჩი ჩაატაროს.
პორტუგალიის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), რუი სილვა (ბეტისი), რიკარდო ველო (ფარენსე).
მცველები: რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), რენატო ვეიგა (ჩელსი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ალ-ჰილალი), დიოგო დალო (მანჩესტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ), ნელსონ სემედუ (ვულვზი).
ნახევარმცველები: ჟოაო პალინია (ბაიერნი), ჟოაო ნევეში (პსჟ), ოტავიო (ალ-ნასრი), სამუ კოშტა (მალიორკა), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ჟოაო ფელიქსი (ჩელსი).
თავდამსხმელები: რაფაელ ლეაუ (მილანი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), პედრო ნეტო (ჩელსი), კრიშტიანო რონალდუ (ალ-ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული).
პორტუგალიის ეროვნული გუნდი 6 ქულით ერთა ლიგის A3 ჯგუფში პირველ ადგილზეა. 12 ოქტომბერს მარტინესის გუნდი სტუმრად პოლონეთს შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს – შოტლანდიას.