ერთა ლიგის მატჩების წინ ინგლისის ეროვნული ნაკრების შეკრებას რვა ფეხბურთელი გამოაკლდა #1TVSPORT
ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო და გუნდს რვა გამოძახებული ფეხბურთელი გამოაკლდა.
სხვადასხვა მიზეზის გამო ევროპის ვიცე-ჩემპიონს კოულ პალმერი, ბუკაიო საკა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ფილ ფოდენი, ლივაი კოლვილი, ჯეკ გრილიში, აარონ რამსდეილი და დეკლან რაისი ვერ დაეხმარებიან.
მათ ნაცვლად გუნდის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ლი კარსლიმ მორგან როჯერსს, ჯაროდ ბოუენს, ჯარედ ბრანსვეითს, ტინო ლივრამენტოსა და ჯეიმს ტრაფორდს უხმო.
ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოდის. გუნდი 14 ნოემბერს სტუმრად საბერძნეთს ეთამაშება, ხოლო 17 ნოემბერს ირლანდიას უმასპინძლებს.