ერთა ლიგის A დივიზიონში პლეი ოფის მატჩები დაემატება - მეოთხედფინალები მარტში გაიმართება #1TVSPORT
ერთა ლიგის A დივიზიონში პლეი ოფის მატჩები დაემატება - მეოთხედფინალები მარტში გაიმართება #1TVSPORT

უეფა-მ აღმასკომის სხდომაზე გადაწყვიტა, გააფართოვოს ერთა ლიგის ფორმატი პლეი ოფის დამატებითი რაუნდის ხარჯზე.

როგორც ირკვევა, უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება A ლიგაში დაამატოს მეოთხედფინალური ეტაპი, რომელშიც ითამაშებენ როგორც A დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები, ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდები. მეოთხედფინალები ორმატჩიანი იქნება და მარტში გაიმართება.

ნაკრებები, რომლებიც A ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილს დაიკავებენ, დაუპირისპირდებიან B ლიგის მეორეადგილოსნებს, აგრეთვე B ლიგის მესამეადგილოსნები – C ლიგის მეორეადგილოსნებს. ეს იქნება მატჩები (შინ და გარეთ) ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ან უფრო მაღალ ლიგაში გადასასვლელად.