ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია - ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი
ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია - ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი

დღეს, ერთა ლიგის რიგით მეორე გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაირკვა. წილისყრა ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში უეფა-ს (UEFA) კონგრესის შემდეგ გაიმართა.

ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ერთით მაღალ რანგში, C ლიგაში გადაინაცვლა. რაც მთავარია, „ჯვაროსნები“ I კალათაში მოხვდნენ.

ნაკრებები 4-4-გუნდიან ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. საბოლოოდ, წილისყრამ ჩვენი ნაკრები „“ ჯგუფში მოახვედრა, სადაც ჩენი მეტოქეები იქნებიან სომხეთი, ესტონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.

C ლიგა

მეორე ჯგუფი

საქართველო

ჩრდილოეთ მაკედონია

ესტონეთი

სომხეთი

პირველი ჯგუფი

აზერბაიჯანი

ლუქსემბურგი

კვიპროსი

მონტენეგრო

მესამე ჯგუფი

მოლდოვა

სლოვენია

კოსოვო

საბერძნეთი

მეოთხე ჯგუფი

ყაზახეთი

ლიეტუვა

ბელარუსი

ალბანეთი

C ლიგისა და საქართველოს ნაკრების ჯგუფის გარდა, სხვა ლიგებში ყველა ჯგუფი ასე დაკომპლექტდა:

ლიგა

პირველი ჯგუფი

ნიდერლანდები

იტალია

ბოსნია

პოლონეთი

მეორე ჯგუფი

ინგლისი

ბელგია

დანია

ისლანდია

მესამე ჯგუფი

პორტუგალია

საფრანგეთი

შვედეთი

ხორვატია

მეოთხე ჯგუფი

შვეიცარია

ესპანეთი

უკრაინა

გერმანია

B ლიგა

პირველი ჯგუფი

ავსტრია

ნორვეგია

ჩრდ. ირლანდია

რუმინეთი

მეორე ჯგუფი

ჩეხეთი

შოტლანდია

სლოვაკეთი

ისრაელი

მესამე ჯგუფი

რუსეთი

სერბეთი

თურქეთი

უნგრეთი

მეოთხე ჯგუფი

უელსი

ფინეთი

ირლანდია

ბულგარეთი

D ლიგა

პირველი ჯგუფი

მალტა

ანდორა

ლატვია

ფარერები

მეორე ჯგუფი

სან მარინო

ლიხტანშტაინი

გიბრალტარი

ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2020 წლის 3-5 სექტემბერს დაიწყება და 15-17 ნოემბერს დასრულდება. ფინალური ეტაპი დაგეგმილია 2021 წლის 2-6 ივნისს, ხოლო პლეი ოფის მატჩები – 2022 წლის 24-29 მარტს;

ჯგუფის გამარჯვებული B ლიგაში დაწინაურდება. C ლიგის ოთხი გუნდი, რომლებიც C ლიგის ჯგუფებში მეოთხე ადგილს დაიკავებენ, ერთმანეთს პლეიოფის საშინაო და გასვლითი მატჩებში დაუპირისპირდებიან, ორი დამარცხებული კი D ლიგაში დაქვეითდება.

ერთა ლიგის პირველი გათამაშების პლუსი იყო ის, რომ დაბალი ლიგების გამარჯვებულებიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედს ინარჩუნებდნენ. მომავალი ერთა ლიგის გამარჯვებულებს კი ყატარში 2022 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი ექნებათ.