ერთა ლიგა – უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა შეკრებაზე ნიდერლანდებიდან თავდამსხმელი გამოიძახა #1TVSPORT

15:38, 22.09.2026

უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგის მომდევნო ოთხი მატჩისთვის შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა.

ცნობილი გახდა, რომ ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეს აეკ-ის თავდამსხმელი ბარნაბაშ ვარგა გამოაკლდა. მარკო როსიმ მის შემცვლელად ნიდერლანდური „დენ ჰააგიდან“ 26 წლის თავდამსხმელი, დონატ ბარანი გამოიძახა.

უნგრეთის ნაკრებს ვერც „გალათასარაის“ ფეხბურთელი როლანდ შალაი დაეხმარება, რომელიც გამოძახებულთა სიაში იყო, მაგრამ შეკრებაზე არ გამოცხადებულა – მისი არყოფნის მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმაა.

შალაი უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა და მას შემდეგ 67 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბარანს კი ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ 2 ოქტომბერს გაიმართება – მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი