ერთა ლიგა | უკრაინის ნაკრებში ანდრეა მალდერა, შესაძლოა, ოლეგ ლუჟნიმ შეცვალოს #1TVSPORT
უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ოლეგ ლუჟნი გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იტალიელი სპეციალისტი ანდრეა მალდერა თანამდებობას დატოვებს, – ინფორმაციას გამოცემა „სპორტი“ ავრცელებს.
უკრაინის ნაკრებმა ერთა ლიგის B2 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, 4 მატჩის შემდგე 4 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, როდესაც მალდერასგან მხოლოდ ჯგუფში გამარჯვებას ითხოვდნენ. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატად თავიდან მირონ მარკევიჩი დაასახელეს, მაგრამ ჟურნალისტ იგორ ბურბასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად მთავარი კანდიდატი უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ილეგ ლუჟნია.
ლუჟნი 1989 წლიდან იყო კიევის „დინამოს“ ფეხბურთელი და კაპიტნობდა იმ შემადგენლობას, რომელმაც 1998-1999 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიმავალ გზაზე „ბარსელონა“ (ორი მატჩის ჯამში 7:0) და მადრიდის „რეალი“ (ორი მატჩის ჯამში 3:1) დაამარცხა. ასევე თამაშობდა ლონდონის „არსენალსა“ (1999-2003) და „ვულვერჰემპტონში“ (2003-2004).
2005 წელს ცოტა ხნით ლატვიური კლუბის, „ვენტას“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, 2006 წელს კლუბი დატოვა და კარიერაც დაასრულა. იყო კიევის „დინამოს“ მწვრთნელის ასისტენტი (ორჯერ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი), სიმფეროპოლის „ტავრიასა“ და ლვოვის „კარპატის“ მთავარ მწვრთნელი.
2026 წლის სექტემბრიდან სათავეში ჩაუდგა უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებს.
ლუჟნიმ უკრაინის ნაკრებში 52 მატჩი ჩაატარა, 39-ჯერ კი გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვა.