ერთა ლიგა | უკრაინელი ჟურნალისტი რებროვის არჩევანით უკმაყოფილოა - დმიტრო რიზნიკი ახლა უკრაინის საუკეთესო მეკარეა, ის ნაკრებში უნდა იყოს #1TVSPORT
ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სერგეი რებროვის მიერ საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებისთვის გამოძახებულ შემადგენლობაზე და მწვრთნელი მეკარეების არჩევანისთვის გააკრიტიკა.
„ვფიქრობ, „შახტარის“ მეკარე დმიტრო რიზნიკი თავის ამპლუაში ახლა უკრაინაში საუკეთესოა. ის უკრაინის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა და ყველაზე მეტი, 13 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა. ჩემი აზრით, რიზნიკი ნაკრებშიც უნდა იყოს, ვინაოდან ლუნინმა და ტრუბინმა იმედები ვერ გაამართლეს, ბუშჩანს კი სანაკრებო გამოცდილება არ აქვს. არ მესმის, რიზნიკი გუნდში რატომ არ არის, ის ნოემბრის მატჩებში პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო.
ექსპერტებს და გულშემატკივრებს ვთხოვ, დააკვირდნენ მას, ეს მეკარე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ, ანდრეი პიატოვის მსგავსად, „შახტარში“ მასაც დიდხანს შეუძლია თამაში“, – განაცხადა იგორ ციგანიკმა თავის YouTube-არხზე.
ერთა ლიგაზე გამართული ოთხი ტურის შემდეგ უკრაინის ნაკრები ოთხი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. სერგეი რებროვის გუნდი 16 ნოემბერს საქართველოს ბათუმში ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.