ერთა ლიგა | შესაძლოა, უკრაინის ნაკრებში კვლავ მწვრთნელი შეცვალონ #1TVSPORT
ერთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ, შესაძლოა, უკრაინის ნაკრები ანდრეა მალდერამ დატოვოს და ის გამოცდილმა სპეციალისტმა, მირონ მარკევიჩმა შეცვალოს, – ინფორმაციას ჟურნალისტი იგორ ციგანიკი ავრცელებს.
„ცნობილი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი, შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. ის უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ანდრეა მალდერა თანამდებობას დატოვებს. მირონ მარკევიჩს უკრაინის ნაკრები წარსულშიც გაუწვრთნია – 2010 წლის პირველი თებერვლიდან 21 აგვისტომდე მან გუნდი ოთხ ამხანაგურ მატჩში გაიყვანა და არცერთი მათგანი არ წაუგია“, – წერს იგორ ციგანიკი.
ერთა ლიგის B2 ლიგაში გამართული 4 მატჩის შემდეგ უკრაინას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.