ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიამ საკუთარ მოედანზე გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
სკოპიეს „ტოშე პროესკი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ბალკანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შედეგი პირველივე ტაიმში დააფიქსირეს. ანგარიში მე-4 წუთზე გუნდის კაპიტანმა ბარდიმ გახსნა, მე-14 წუთზე სტუმართა მოთამაშე ტორილამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-16 წუთზე მიოვსკიმ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 31-ე წუთზე ჩურლინოვმა დააფიქსირა.
4 ტურის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიამ 7 ქულა დააგროვა და საქართველოს ნაკრებთან 5-ქულიანი სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ამან სატურნირო ვითარება დაძაბა, საქართველოს ნაკრებს კი სექტემბერში დარჩენილ 2 შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება არ გააჩნია.
C4 ჯგუფი. სატურნირო მდგომარეობა
1 საქართველო 4 10
2 ჩრდ. მაკედონია 4 7
3 ბულგარეთი 4 3
4 გიბრალტარი 4 1