ერთა ლიგა | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთს ამარცხებს [ვიდეო] #1TVSPORT

ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქეს 2:0 ამარცხებს. მატჩის 33-ე წუთზე, ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ სომხეთის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

37-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გიორგი მიქაუტაძემ გახადა. აღსანიშნავია, რომ მან გოლი გიორგი მამარდაშვილის პასით გაიტანა.

შეგახსენებთ, ორმატჩიანი დუელის შემდეგ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზეა“ დაგეგმილი.