ერთა ლიგა - იტალიამ ბელგია დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ერთა ლიგა - იტალიამ ბელგია დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს იტალიისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

„სკუადრა აძურას“ ფეხბურთელებიდან თავი ბარელამ და ბერარდიმ გამოიჩინეს, ბელგიელთაგან კი ერთადერთი გოლი კეტელაერემ გაიტანა – 2:1.

იტალია – ბელგია – 2:1 (0:0)

გოლები: ბარელა 46 (1:0), ბერარდი 65 (პენალტი – 2:0), დე კეტელაერე 86 (2:1)

საინტერესოა, რომ „სკუადრა აძურას“ კარის 22 წლის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა მოედანზე მეორე ტაიმში კაპიტნის სამკლავურით გავიდა.

იტალიის ნაკრებისა და პსჟ-ს მეკარე 22 წლის არის და ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც „სკუადრა აძურას“ კაპიტნის სამკლავური მოირგო.

რეკორდი კი ლეგენდარულ ჯანი რივერას ეკუთვნის, რომელიც 1965 წლის 8 აპრილს პოლონეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში იტალიის ნაკრების კაპიტანი 21 წლის ასაკში გახდა.

დღეს, 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:40 წუთზე ერთა ლიგის ფინალში ესპანეთი და საფრანგეთი ითამაშებენ. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.