ერთა ლიგა | დოვბიკი უკრაინის ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადდა #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებისა და „ბოლონიის“ თავდამსხმელმა, არტემ დოვბიკმა ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადება არ ისურვა და კლუბში დარჩა – ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
„არტემ დოვბიკმა გადაწყვიტა, სანაკრებო პაუზის დროს „ბოლონიაში“ დარჩენილიყო. უკრაინელი თავდამსხმელი ნაკრებს არ შეუერთდა, რადგან სურს, კუნთის ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს.
ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელისთვის ადვილი არ ყოფილა. დოვბიკმა ვითარება რამდენიმე დღის განმავლობაში აწონ-დაწონა, თუმცა საბოლოოდ, ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება არ ისურვა. მან გააცნობიერა, რომ შეკრების საწყის ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა, ხოლო ნებისმიერი რისკი, რომელიც მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა, გაუმართლებელი იქნებოდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო „ტორინოსთან“ მატჩი გამოტოვა.
მანამდე უკრაინის ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადდნენ „ბრენტფორდის“ ნახევარმცველი იეჰორ იარმოლიუკი და „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი – ორივე შემთხვევაში მიზეზი ფეხბურთელების ტრავმაა.