„ერთა ლიგა“ დღეს გრძელდება - იტალია-პოლონეთი
„ერთა ლიგა“ დღეს გრძელდება - იტალია-პოლონეთი

გუშინ სტარტი აიღო უეფას „ერთა ლიგის” გათამაშებამ. გაიმართა რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელგანაც გამოსარჩევია საქართველოს ნაკრების გამარჯვება ყაზახებთან (2:0) და გერმანია-საფრანგეთის თამაში (0:0), რომელიც, ანგარიშის მიუხედავად, დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

დღეს „ერთა ლიგის “ცენტრალური თამაში უდაოდ იტალიაში ქალაქ ბოლონიაში გაიმართება, სადაც იტალიის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს დაუხვდება. იტალიელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ჯურნალისტებთან განაცხადა –

„ხვალ გავმართავ პირველ ოფიციალურ მატჩს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, თუ ვინ გავა მოედანზე ამ თამაშში“.

მანჩინი თვლის, რომ „ერთა ლიგა” კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის შანსის მისაცემად საერთაშორისო არენაზე.

„ჩვენ ჯგუფში მოვხვდით ძალიან ძლიერ ნაკრებებთან, შეიძლება დღეის მდგომარეობით ისინი ჩვენზე ძლიერებიც არიან. ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი, რათა გავიმარჯვოთ დღევანდელ შეხვედრაში. იტალია ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ, რომ შვედებთან ვერ შევძელით 2 თამაშში ერთი გოლის გატანაც კი. უნდა ბევრი ვიმუშაოთ მომენტების გამოყენებაზე“, – განაცხადა მანჩინიმ.

იტალიას ჯგუფში, პოლონეთის გარდა, ჰყავს პორტუგალიის ეროვნული ნაკრები. დღევანდელი თამაში თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება.