ერთა ლიგა | C4 ჯგუფში საუკეთესო კვარაცხელიაა - სიმბოლურ 11-ში 6 ქართველი ფეხბურთელია #1TVSPORT
ერთა ლიგა | C4 ჯგუფში საუკეთესო კვარაცხელიაა - სიმბოლურ 11-ში 6 ქართველი ფეხბურთელია #1TVSPORT

ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა – უმრავლესობა კი საქართველოს ნაკრებიდან მოხვდა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ივნისის ეტაპზე 4-დან 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 10 ქულით პირველ ადგილზეა.

11 მოთამაშიდან 6 საქართველოს ნაკრებიდან მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, გიორგი წიტაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია და დათა ხოჭოლავა.

C4 ჯგუფის საუკეთესო XI. ივნისის სიმბოლური ნაკრები

მეკარე

კოლინგი (გიბრალტარი) 6.9

მცველები

ლობჟანიძე (საქართველო) 7.4 – კაშია (საქართველო) 7.1, ხოჭოლავა (საქართველო) 7.1 – წიტაიშვილი (საქართველო) 7.2

ნახევარმცველები

ჩურლინოვი (ჩრ. მაკედონია) 7.1, კვარაცხელია (საქართველო) 8,5, ბარდი (ჩრდილოეთ მაკედონია) 7.3, ალიოსკი (ჩრ. მაკედონია) 6,8

თავდამსხმელები

ილიევი (ბულგარეთი) 6.9, ზივზივაძე (საქართველო) 7.2

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საშუალო ქულათა მაჩვენებელი 10-ბალიან სისტემაში 8,5 ქულაა, ხოლო მეორეზე საბა ლობჟანიძეა – საშუალო ქულა 7,4.