ერთა ლიგა 2026-27 | ზიდანის სადებიუტო მატჩში საფრანგეთმა მბაპეს გოლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებმა ზინედინ ზიდანის სადებიუტო მატჩში სტუმრად 1:0 დაამარცხა თურქეთი და შეწყვიტა ამ გუნდთან ორმატჩიანი მოუგებელი სერია. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე კილიან მბაპემ გაიტანა. „რეალის“ ფორვარდმა ნაკრებში 67-ე გოლი გაიტანა, ამ სეზონში საკლუბო და სანაკრებო დონეზე კი ცხრა მატჩში ცხრა გოლი აქვს.
ხუთ წუთში მბაპე ტრავმის გამო შეცვალეს.
თურქეთი-საფრანგეთი 0:1
გოლი: 0:1 მბაპე (54. ოლისეს პასით)
საფრანგეთი (4-3-3): მენიანი – კუნდე, უპამეკანი, ლაკრუა, ტრუფერი – შერკი (79. კამავინგა), კონე, რაბიო – ოლისე (79.ოლისე), დემბელე (90. ლეპოლი), მბაპე (59. დუე).