ერთა ლიგა 2026-27 | ნიდერლანდებმა გერმანიას აჯობა, მაგრამ ვერ მოიგო [ვიდეო]

01:01, 25.09.2026

ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველ სათამაშო დღეს მთავარი მატჩი ამსტერდამში „იოჰან კრუიფის არენაზე“ გაიმართა, სადაც ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოსტებზე დებიუტი ჰქონდათ ჩავისა და იურგენ კლოპს.

მასპინძლებმა ბოლო წამებზე გადაარჩინეს შეხვედრა. 32-ე წუთზე ფელიქს ნმეჩამ ანგარიში გახსნა, როს შემდეგაც კლოპის ძველმა ნაცნობმა „ლივერპულიდან“ კოდი გაკპომ გაათანაბრა დებიუტანტ რუბენ ვან ბომელის შესანიშნავი პასით.

ნიდერლანდებმა აშკარად უკეთესი მატჩი ჩაატარა: გოლის მოლოდინის ინდექსმა 3.18 შეადგინა (გერმანიას ჰქონდა 1.45), დარტყმების შეფარდება იყო – 22:10, ზუსტი დარტყმების – 10:2.

 

A1 ჯგუფი

ნიდერლანდები-გერმანია         1:1

გოლები: 0:1 ნმეჩა (32. ადეიემის პასით), 1:1 გაკპო (90+2. ვან ბომელის პასით)

ნიდერლანდები (4-2-3-1): ვერბრიუგენი – დუმფრიზი, ვან ჰეკე, ვან დაიკი, ვან დე ვენი – გრავენბერხი, კ. ტიმბერი (57. ვეერმანი) – სამერვილი (83. ვან ბომელი), რეინდერსი (83. ტილი), გაკპო – ბრობი (35. მეერდინკი).

გერმანია (4-2-3-1): ტერ შტეგენი – ტრეუ, ტა, შლოტერბეკი, ბრაუნი – ნმეჩა (64. შტახი), კიმიხი – ადეიემი (80. გნაბრი), ამირი (80. ენგელჰარდტი), შადე (64. ფიურიხი) – ჰავერტცი (30. ებნუთალიბი).

 

სერბეთი-საბერძნეთი    1:2

გოლები: 1:0 ჟივკოვიჩი (4. ტადიჩის პასით), 1:1 ცოლისი (74. პავლიდისი), 1:2 დუვიკასი (90+5. ციმიკასი)

მსგავსი