ერთა ლიგა 2026-27 | ინგლისმა ჩეხეთს კეინის დუბლით სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

01:53, 07.10.2026

ინგლისის ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო ტურში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით – „უემბლიზე“ ჩეხეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა – 3:0. ამ ანგარიშში სიურპიზი არაფერია: სტუმრებს არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ და xG მხოლოდ 0.2 დააგროვეს.

პირველი გოლი ჩეხებმა საკუთარ კარში გაიტანეს – ვლადიმირ ცოუფალმა ფლანგიდან ჩაწოდებული გაგზავნა თავის კარში. ამის შემდეგ ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა და მან ერთა ლიგის ოთხ მატჩში ექვსი გოლი დააგროვა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი