ერთა ლიგა 2026-27 | ესპანეთმა „უემბლიზე“ ხუთგოლიან მატჩში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგაზე დასრულდა პირველი ტური, რომლის მთავარი მატჩი „უემბლიზე“ გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონებმა მე-2 წუთზე გახსნეს ანგარიში – მარკ გეჰიმ ბურთი ლამინ იამალს ჩააბარა და „ბარსელონას“ გარემარბმა სეზონში მე-9 გოლი გაიტანა.
ინგლისმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ ოთხწუთიანი ქამბექი მოაწყო – 36-ე წუთზე კონტრშეტევა ენტონი გორდონმა დაასრულა, შემდეგ კი ჰარი კეინმა თავით გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისმა ორი ბურთით დაწინაურების შანსი მიიღო, როცა როდრიმ საჯარიმოში ჯუდ ბელინგემი წააქცია, მაგრამ კეინმა პენალტი ზედა ძელს გაარტყა.
კეინის პენალტის გაფუჭება გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ ესპანელებმა ორჯერ გაიტანეს და ორივე შემთხვევაში ეს გააკეთეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა – ალექს ბაენამ და მიკელ ოიარსაბალმა.
ესპანეთი ზედიზედ 39 მატჩია არ მარცხდება ძირითად დროში. სერია 2024 წლის მარტიდან გრძელდება. ბოლო მარცხი იყო კოლუმბიასთან ამხანაგურ მატჩში (0:1).
ინგლისი-ესპანეთი 2:3
გოლები: 0:1 იამალი (2), 1:1 გორდონი (36. ბელინგემის პასით), 2:1 კეინი (40. ო’რაილის პასით), 2:2 ბაენა (60. ოლმოს პასით), 2:3 ოიარსაბალი (74. ბაენას პასით)
ინგლისი (4-2-3-1): ტრაფორდი – კუანსა, კონსა, გუეჰი (89. ბრანტუეიტი), ო’რაილი – ლუის სკელი (70. გარნერი), ანდერსონი – საკა (83. გიბს-უაიტი), ბელინგემი, გორდონი (70. როჯერსი) – კეინი (83. კალვერტ-ლუინი).
ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი – პუბილი, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია – როდრი, რუისი (70. პედრი) – იამალი, ოლმო (82. მერინო), უილიამსი (55. ბაენა) – ტორესი (55. ოიარსაბალი).