ერთა ლიგა 2026-27 | ესპანეთმა ხორვატიას გამარჯვება გამოსტაცა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ხორვატიასთან წაგების საფრთხე დაემუქრა, რადგან ერთი საათი მდევრის როლში იყო. მე-17 წუთზე იგორ მატანოვიჩის დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია, მაგრამ ივან პერიშიჩმა თავით დაამატა ცარიელ კარში.
ხორვატიამ პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშა და კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეორე ტაიმიდან ესპანეთი ჩაერთო თამაშში და მე-60 წუთზე გაათანაბრა – შეცვლაზე შესულმა მიკელ მერინომ გამოიყენა დანი ოლმოს პასი.
79-ე წუთზე პერიშიჩმა მიიღო მეორე ყვითელი ბარათი. კაცნაკლულმა ხორვატიამ ბოლომდე ვეღარ გაძლო და 88-ე წუთზე მიკელ მერინოს მეორე გოლით დამარცხდა – 1:2.
ესპანეთის ნაკრებმა 42-მდე გაზარდა ძირითად დროში წაუგებელი მატჩების სერია.