ერთა ლიგა 2026-27 | ერლინგ ჰალანდმა დუბლი შეასრულა, კრიშტიანო რონალდომ ბევრი მომენტი გააფუჭა [ვიდეო] #1TVSPORT

01:21, 25.09.2026

ნორვეგიისა და დანიის დრამატულ მატჩში გამარჯვების გოლი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა. ნორვეგიელ ფორვარდს ეროვნულ გუნდში საოცარი სტატისტიკა აქვს – 56 მატჩში 64 გოლი. ამ სეზონში ჰალანდი შესანიშნავ ფორმას აჩვენებს – ბოლო ექვს მატჩში კლუბსა და ნაკრებში ცხრა გოლი გაიტანა.

პარალელურ მატჩში პორტუგალიელთა კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ ვერ შეძლო კარიერაში 980-ე გოლის გატანა, არადა ამის ბევრი შანსი ჰქონდა. 41 წლის ფორვარდმა შვიდჯერ დაარტყა, ორჯერ ზუსტად, სამჯერ მოხვდა თამაშგარეში, 17 პასი (14 ზუსტი) გააკეთა და ერთი წარუმატებელი დრიბლინგი ჰქონდა. 59-ე წუთზე რონალდომ გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს.

 

A4 ჯგუფი

ნორვეგია-დანია               3:2

გოლები: 1:0 ბობი (14. ედეგორის პასით), 2:0 ჰალანდი (18. ნუსას პასით), 2:1 დამსგორი (25), 2:2 ჰოილუნდი (60), 3:2 ჰალანდი (74. ედეგორის პასით)

გაძევება: ვოლფე (90+3. ნორვეგია)

 

პორტუგალია-უელსი      1:0

გოლი: 1:0 ჟოაო ფელიქსი (22. ნუნუ მენდეშის პასით)

პორტუგალია (4-1-3-2): დიოგო კოშტა – ჟოაო კანსელო (90. დალოტი), რუბენ დიაში, რენატო ვეიგა, ნუნუ მენდეში (79. ნუნუ ტავარეში) – რუბენ ნევეში (68. ჟოაო პალინია) – პედრო ნეტუ, ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში (90. ჟოაო ნევეში) – ჟოაო ფელიქსი, კრიშტიანო რონალდო (68. გონსალო რამუში).

მსგავსი