ერთა ლიგა 2024/25, A ლიგა | საფრანგეთმა ისტორიაში მე-400 მატჩი ითამაშა, იტალიამ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგა 2024/25, A ლიგა | საფრანგეთმა ისტორიაში მე-400 მატჩი ითამაშა, იტალიამ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

II ჯგუფი

ფაქტები

* საფრანგეთის ნაკრებმა თავის ისტორიაში მე-400 მატჩი (+230=87-83) ჩაატარა.

* საფრანგეთმა ნოემბრის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი ძირითად დროში.

* საფრანგეთმა ერთადერთი დარტყმა მიიღო მთელი მატჩის განმავლობაში, რაც პირველად მოხდა ამ გუნდის გასვლით შეხვედრებში.

* კრისტოფერ ნკუნკუმ საფრანგეთის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა.

* დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებს 162-ედ უხელმძღვანელა და ახლა მეოთხე ადგილს იყოფს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების მწვრთნელთან ზეპ ჰერბერგერთან. მათზე წინ არიან – ურუგვაელი ოსკარ ტაბარესი (224), გერმანელი იოახიმ ლიოვი (198) და დანიელი მორტენ ოლსენი (166).

* 1978 წლის შემდეგ პირველად, იტალიამ ვერ მოიგო შინ მატჩი ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად.

* 2018 წლის შემდეგ იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა პირველად მიიღო წითელი ბარათი.

* იტალიამ 2013 წლის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი პირველ წუთზე.

* ბელგიის ნაკრებმა ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

* ბელგიამ შეწყვიტა იტალიასთან 4-მატჩიანი წაგებების სერია.

 

იტალია-ბელგია               2:2

გოლები: 1:0 კამბიაზო (1), 2:0 რეტეგი (24), 2:1 დე კუიპერი (42), 2:2 ტროსარი (61)

იტალია: დონარუმა, კალაფიორი, ბასტონი, დი ლორენცო, პელეგრინი, დიმარკო (70. უდოჯი), კამბიაზო, ტონალი (80. პიზილი), რიჩი (71. ფაჯოლი), ფრატეზი (90. ბელანოვა), რეტეგი (80. რასპადორი).

ბელგია: კასტელსი, დე კუიპერი, ტეატე (69. ვრანქსი), ფასი, დებასტი, მანგალა (68. კასტანი), ტილემანსი, ტროსარი, დე კეტელარე (69. ლუკებაკიო), დოკუ (87. ფოფანა), ოპენდა (87. ნგონჟი).

გაძევება: პელეგრინი (40. იტალია)

 

ისრაელი-საფრანგეთი  1:4

გოლები: 0:1 კამავინგა (6), 1:1 განდელმანი (24), 1:2 ნკუნკუ (28), 1:3 გენდუზი (87), 1:4 ბარკოლა (89)

საფრანგეთი: მენიანი, ტ. ერნანდესი (90. დინი), სალიბა, კონატე, კუნდე, კამავინგა (70. ფოფანა), ჩუამენი (90. ზაირ-ემერი), ოლისე (70. ბარკოლა), ნკუნკუ (77. გენდუზი), დემბელე, კოლო-მუანი.

 

1. იტალია 3 2 1 0 7:4 7
2. საფრანგეთი 3 2 0 1 7:4 6
3. ბელგია 3 1 1 1 5:5 4
4. ისრაელი 3 0 0 3 3:9 0

 

IV ტური. 14 ოქტომბერი

22:45 იტალია-ისრაელი

22:45 ბელგია-საფრანგეთი