ერთა ლიგა 2024-25 | A ლიგა - იტალიამ 1954 წლის შემდეგ პირველად მოიგო საფრანგეთში [ვიდეო] #1TVSPORT
II ჯგუფი
ფაქტები
* საფრანგეთმა მე-14 წამზე გახსნა ანგარიში. ეს ნაკრების ყველაზე სწრაფი გოლია, მინიმუმ, 1933 წლიდან. 1933 წლამდე საფრანგეთმა სამ მატჩში გაიტანა პირველ წუთზე, მაგრამ ამ გოლების ზუსტი დრო არ არსებობს.
* ბრედლი ბარკოლამ პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში.
* ჯაკომო რასპადორიმ 2024 წელს პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში.
* საფრანგეთმა პირველად წააგო იტალიასთან 2008 წლის მერე. მას შემდეგ ფრანგებმა სამიდან სამჯერ მოიგეს (2:1, 3:1, 3:1).
* იტალიამ 1954 წლის შემდეგ პირველად მოუგო სტუმრად საფრანგეთს.
* საფრანგეთმა ბოლო 25 წელიწადში პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე სამი გოლი.
* კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ბოლო შვიდ მატჩში ერთი გოლი აქვს. 2024 წელს „რეალის“ ფორვარდმა ნაკრებში 10 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
* საფრანგეთის ნაკრებმა ბოლო ექვს მატჩში ძირითად დროში მხოლოდ ერთი მოიგო.
* ბელგიამ რვიდან შვიდი მატჩი მოუგო ისრაელს.
საფრანგეთი-იტალია 1:3
გოლები: 1:0 ბარკოლა (1), 1:1 დიმარკო (30), 1:2 ფრატეზი (50), 1:3 რასპადორი (74)
საფრანგეთი: მენიანი, ტ. ერნანდესი, სალიბა, კონატე, კლოსი (78. კუნდე), კანტე (77. ზაირ-ემერი), ფოფანა (58. კონე), ოლისე (58. დემბელე), ბარკოლა, გრიზმანი (77. ტურამი), მბაპე.
იტალია: დონარუმა, კალაფიორი (71. ბუონჯორნო), ბასტონი, დი ლორენცო, პელეგრინი (46. რასპადორი), დიმარკო (81. ბრეშიანინი), კამბიაზო, ტონალი, რიჩი, ფრატეზი (62. უდოჯი), რეტეგი (81. კინი).
ბელგია-ისრაელი 3:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (21), 1:1 კასტანი (36-საკ. კარში), 2:1 ტილემანსი (48), 3:1 დე ბრუინი (52-პენ)
ბელგია: კასტელსი, დე კუიპერი (64. დებასტი), ტეატე, ფასი, კასტანი, ტილემანსი (74. ენგელსი), ონანა, დე ბრუინი, დოკუ (74. დურანვილი), ლუკებაკიო (82. ბაკაიოკო), ოპენდა (64. დე კეტელარე).
მომდევნო ტური. 9 სექტემბერი
22:45 ისრაელი-იტალია
22:45 საფრანგეთი-ბელგია