ერთა ლიგა 2020-21, I ტური - ხუთშაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
A ლიგა
IV ჯგუფი
* გერმანიის ნაკრებმა „ბაიერნის“ ფეხბურთელების გარეშე ითამაშა (გამონაკლისი იყო ნიკლას ზიულე). ასევე არ იყვნენ გუნდში „ლაიპციგის“ მცველები – კლოსტერმანი და ჰალშტენბერგი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებსა და ფინალისტებს დასვენების საშუალება მისცეს.
* გერმანიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა „ატალანტას“ მცველს რობინ გოსენსს.
* ესპანეთის ნაკრების განაცხადში რვა დებიუტანტი იყო, ამასთან, მხოლოდ სამი მოთამაშე იყო 30 წელს გადაცილებული (რამოსი, ბუსკეტსი და ნავასი).
* 17 წლისა და 308 დღის ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 1936 წლის შემდეგ. ბარსელონელმა დებიუტი გოლით აღნიშნა, რომელიც შეტევაში სერხიო რამოსის ფოლის გამო არ ჩათვალეს.
* ტიმო ვერნერი გერმანიის ნაკრების პირველი ფეხბურთელია 1994 წლის შემდეგ, ვინც ესპანეთის ნაკრებს ოფიციალურ მატჩში გაუტანა. ბოლოს ეს იურგენ კლინსმანმა გააკეთა.
* ესპანეთის ნაკრები 2016 წლიდან მოყოლებული ზედიზედ 41 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს. ბოლოს ესპანეთის ნაკრებმა ვერ გაიტანა 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის წინააღმდეგ – 0:2.
* ესპანეთმა და გერმანიამ ზედიზედ მეხუთე ურთიერთშეხვედრაში ვერ შეძლეს ორზე მეტი გოლის გატანა.
* იარმოლენკომ 38-ე გოლი გაიტანა უკრაინის ნაკრებში და ამჟამინდელი მწვრთნელის ანდრეი შევჩენკოს რეკორდამდე 10 გოლი უკლია.
* უკრაინის ნაკრები ზედიზედ 12 მატჩია არ მარცხდება. ეს სერია მოიცავს 8 მოგებას და 4 ფრეს. ბურთების შეფარდება – 22:7. ბოლოს უკრაინელებმა 2018 წლის 16 ნოემბერს წააგეს – ერთა ლიგაზე სლოვაკეთთან – 1:4.
გერმანია-ესპანეთი 1:1
გოლები: 1:0 ვერნერი (51), 1:1 გაია (90+6)
გერმანია: ტრაპი – რიუდიგერი, ემრე ჯანი, ზიულე – კერერი, გიუნდოგანი (74. სერდარი), კროოსი, გოსენსი – დრაქსლერი – ვერნერი (90+1. კოხი), სანე (62. გინტერი).
ესპანეთი: დე ხეა – კარვახალი, სერხიო რამოსი, პაუ ტორესი, გაია – რუისი (80. ოსკარი), ბუსკეტსი (57. მერინო), ტიაგო ალკანტარა – ხესუს ნავასი (46. ფატი), როდრიგო, ფერან ტორესი.
უკრაინა-შვეიცარია 2:1
გოლები: 1:0 იარმოლენკო (14), 2:1 სეფეროვიჩი (41), 2:1 ზინჩენკო (68)
B ლიგა
III ჯგუფი
თურქეთი-უნგრეთი 0:1
გოლი: 0:1 სობოსლოი (80)
რუსეთი-სერბეთი 3:1
გოლები: 1:0 ძიუბა (48-პენ), 2:0 კარავაევი (69), 2:1 მიტროვიჩი (78), 3:1 ძიუბა (81)
IV ჯგუფი
ფინეთი-უელსი 0:1
გოლი: 0:1 მური (80)
ბულგარეთი-ირლანდია 1:1
გოლები: 1:0 კრაევი (56), 1:1 დაფი (90+3)
C ლიგა
III ჯგუფი
მოლდოვა-კოსოვო 1:1
გოლები: 1:0 ნიკოლაესკუ (20), 1:1 კოლელი (71)
სლოვენია-საბერძნეთი 0:0
D ლიგა
III ჯგუფი
ფარერები-მალტა 3:2
გოლები: 1:0 კ. ოლსენი (25), 1:1 დეგაბრიელი (37), 1:2 აგიუსი (73), 2:2 ა. ოლსენი (87), 3:2 ჰ. ოლსენი (90)
ლატვია-ანდორა 0:0