ერთ მატჩში სამი პენალტი ვერ გაიტანეს - „დილამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში გორის „დილა“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში მიიღო და დამარცხდა – 1:3.
ამ მატჩში მსაჯმა ოთხი პენალტი დანიშნა, რომელთაგან სამი მეკარეებმა მოიგრიეს. გორელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 22-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ „დილას“ კაპიტნის, ნიკა გაგნიძის შესრულებული პენალტი „კოლხეთის“ უკრაინელმა მეკარემ, იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია.
გორელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – 39-ე წუთზე შოთა შეყილაძემ მცველს დაასწრო და ახლოდან გაიტანა. ანალოგიურ ვითარებაში 42-ე წუთზე გორელების უპირატესობა იბრაჰიმა დრამემ გაზარდა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი ჟოაუ ნობრეგამ შეასრულა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფოთის „კოლხეთს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მათ ორჯერ ვერ მოახერხეს პენალტის გატანა – მიღებული შანსით 49-ე წუთზე მელქაძემ, 64-ე წუთზე კი გიორგი აბუაშვილმა ვერ ისარგებლეს.
68-ე წუთზე გორელების უპირატესობა აბუბაქარ კონტემ გაზარდა. ფოთელებმა სხვაობა 71-ე წუთზე მაინც შეამცირეს – სტუმართა კარში დანიშნული მესამე პენალტი კირილ კლიმოვმა გაიტანა.
გორის „დილამ“ 20 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ (9) მე-7 პოზიციაზეა.