ერთ-ერთი „მარგალიტია“ - „მუნდო დეპორტივომ“ რუსული და უკრაინული გუნდებიდან გათავისუფლებულ ათ რჩეულში კვარაცხელიაც დაასახელა #1TVSPORT
„მარგალიტები“, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო გაათავისუფლებენ“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ესპანურმა გამოცემა „მუნდო დეპორტივომ“ წერილი უკრაინის და რუსეთის ლიგის ათ გამორჩეულ მოთამაშეზე, რომელთა შორისაც ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა.
„ორშაბათს ფიფა-მ გამოაცხადა, რომ 30 ივნისამდე აჩერებს იმ უცხოელი ფეხბურთელების კონტრაქტებს, რომლებიც ამჟამად რუსეთსა და უკრაინაში არიან. ეს ღონისძიება, რომელიც ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგია, მიზნად ისახავს, მოთამაშეებმა (და მწვრთნელებმა) ამ დროის განმავლობაში იმუშაონ და მიიღონ ხელფასი, რათა ფეხბურთელებმა გააფორმონ კონტრაქტი ნებისმიერ კლუბში. ამ ლიგებიდან ჩვენს მიერ შერჩეული ათი საუკეთესო მოთამაშის სიაში არიან სახელები, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს მოეწონება“, – წერს გამოცემა.
1. მალკოლმი (ზენიტი)
2. დევიდ ნერესი (შახტარი)
3. ვილმარ ბარიოსი (ზენიტი)
4. ტეტე (შახტარი)
5. ჯონ კორდობა (კრასნოდარი)
6. კვინსი პრომსი (მოსკოვის სპარტაკი)
7. კვარაცხელია (ყაზანის რუბინი)
8. დოდოსი (შახტარი)
9. ვენდელი (ზენიტი)
10. იაჯიზი (ცსკა)
„კვარაცხელია არის როგორც გარემარბი, ასევე შემტევი ნახევარმცველი – ის საქართველოს დიდი იმედი და ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა. თავის დროზე ბრწყინავდა ესპანეთის წინააღმდეგ“, – წერს „მუნდო დეპორტივო“ საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ შემტევზე.