ერთ-ერთი ლიდერის გარეშე - ქალთა ნაკრები ირლანდიისთვის ემზადება #1TVSPORT
გიორგი ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი შეკრიბა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადება დაიწყო.
ჩვენი ეროვნული გუნდი 27 ივნისს, გორში, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩისთვის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ნინო სუთიძე დააკლდება, რომელიც ტრავმირებულია და მოედანზე ჯერ ვერ დაუბრუნდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)
დაცვა: ნინო გუჯაბიძე, ია ალელიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჯოჯუა (დინამო, სოხუმი, საქართველო), თაკო ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია) ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, საქართველო)
ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ დანელია, მარიამ კაპანაძე, მეგი გოცირიძე, ირინა ხაბურზანია, მარიამ კალანდაძე, თეონა ბაქრაძე, ხატია ჭყონია (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი, ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ნათია დანელია, ანა ჩემინავა (ორივე – სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ელენე კახნიაშვილი, ანა მინაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო)
გორი – 27 ივნისი, 20:00
საქართველო – ირლანდია
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის Youtube არხი შემოგთავაზებთ.