ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა „ტორონტოს“ ფორვარდი კავაი ლეონარდი. კანადურმა კლუბმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. ლეონარდი ამ შეხვედრებში საშუალოდ 30.7 ქულას, 8.7 მოხსნასა და 5.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „რეპტორზი“ 33 მოგებითა და 12 წაგებით სათავეში უდგას აღმოსავლეთ კონფერენციას. გუნდის მოგებათა სერია ხუთ მატჩს უტოლდება.
დასავლეთში საუკეთესოდ აღიარეს „იუტას“ მცველი დონოვან მიტჩელი. სამ მოგებულ მატჩში მის ანგარიშზე 31.5 ქულა, 4.3 მოხსნა და 5.8 შედეგიანი პასი მოდის.